გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
Article 19. სგშ-ის მიზანი
Consolidation №17 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
სგშ-ის მიზანია: ა) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება; ბ) სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებისა და მიღების/დამტკიცების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა; გ) სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასპექტების გათვალისწინება; დ) სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება.
