გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
Article 40. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგების გათვალისწინება გზშ-ისა და სგშ-ის ეტაპებზე
1. სხვა სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული კონსულტაციების შედეგად სააგენტო: ა) საქმიანობის განმახორციელებლისთვის ან დამგეგმავი ორგანოსთვის განსაზღვრავს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული კონსულტაციების შედეგების სკოპინგის ანგარიშში/სკოპინგის განცხადებაში ასახვის ვალდებულებას; ბ) განსაზღვრავს გზშ-ის ან სგშ-ის ანგარიშის იმ ნაწილებს, რომლებიც უნდა თარგმნოს საქმიანობის განმახორციელებელმა ან დამგეგმავმა ორგანომ იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება; გ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კონსულტაციების შედეგებს; დ) უზრუნველყოფს კონსულტაციების შედეგების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემის პროცესში გათვალისწინებას.
