1. ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით განსაზღვრული ექსპლუატაციის პირობის ცვლილებისა და ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-ის ჩატარებამდე ხორციელდება სკრინინგის პროცედურა, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის 12 1 ნაწილითა და ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningგარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს ზოგადი ადმ…ლიცენზიებისა და ნებართ…წყლის რესურსების მართვ…
For information only — not legal advice.
2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე წარუდგინოს დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადება და სააგენტოსგან მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის 12 1 ნაწილითა და ამ მუხლის მე-3, მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2 1 . საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე წარუდგინოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ სკრინინგის განცხადება და სააგენტოსგან მიიღოს შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილება.
3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აუქციონის გამოცხადებამდე სკრინინგის განცხადებით მიმართავს სააგენტოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) მოკლე ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ბ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების თაობაზე, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად), აგრეთვე ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შესაძლო ზემოქმედების ხასიათის თაობაზე; გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ინფორმაციას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე შესაძლო ზემოქმედების თაობაზე. [ გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ინფორმაციას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე შესაძლო ზემოქმედების თაობაზე. თუ იცვლება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ან/და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება − „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 4 1 . (ამოღებულია - 26.06.2025. №786) .
5. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, სკრინინგის განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 5 1 . სკრინინგის პროცედურის განხორციელებისას სკრინინგის გადაწყვეტილების ან ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის არარსებობის ან/და დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში სააგენტო სკრინინგის განცხადების ამ მუხლის შესაბამისად განთავსებიდან არაუგვიანეს 8 დღისა იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
6. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 15 დღისა ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, ხოლო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ სკრინინგის განცხადების შემთხვევაში − გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენას, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ა) საქმიანობის მახასიათებლები: ა.ა) საქმიანობის მასშტაბი; ა.ბ) არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება; ა.გ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის, ბიომრავალფეროვნების) გამოყენება; ა.დ) ნარჩენების წარმოქმნა; ა.ე) გარემოს დაბინძურება და ხმაური; ა.ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი; ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა: ბ.ა) ჭარბტენიან ტერიტორიასთან; ბ.ბ) შავი ზღვის სანაპირო ზოლთან; ბ.გ) ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები; ბ.დ) დაცულ ტერიტორიასთან; ბ.ე) დასახლებულ ტერიტორიასთან; ბ.ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტთან; ბ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო ტერიტორიებთან (ზონებთან); გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება: გ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; გ.ბ) ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა.
8. თუ სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ სააგენტო დაადგენს, რომ დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს არ ექვემდებარება, განმცხადებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და გარემოსდაცვითი ნორმები.
9. სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
10. სააგენტო სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 1 დღის ვადაში ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს და 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს სკრინინგის გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
11. თუ სკრინინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა.
12. ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგის განცხადება და სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება ამავე კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად. თუ სააგენტო სკრინინგის პროცედურის საფუძველზე დაადგენს, რომ აღნიშნული საქმიანობა გზშ-ს ექვემდებარება, იგი იმავე გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით.
13. თუ საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებას და მიაჩნია, რომ ამ საქმიანობისთვის აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა, იგი უფლებამოსილია სააგენტოს სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე, ამ კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილი წესით წარუდგინოს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3391 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. მუხლი 7 1 . ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 1. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე სკრინინგის პროცედურის შედეგად განისაზღვრა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროება, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად შედგენილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში უნდა მომზადდეს ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ხოლო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაცია. [ 2. იმ საქმიანობაზე, რომელზედაც ასევე გაცემულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება სააგენტოს უნდა წარედგინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 3. სააგენტო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს: ა) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას; ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებას და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.
4. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ა) ექსპერტიზას; ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას; გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებულ პროცედურას.
5. თუ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ან/და ექსპერტიზის შედეგად ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვის საფუძველზე გამოვლინდება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის არსებითი ხარვეზები (მაგალითად, მოსალოდნელი ზემოქმედების არასაკმარისი ანალიზი, გაურკვეველი ან აშკარად არაეფექტიანი შემარბილებელი ღონისძიებები და სხვა), სააგენტო უფლებამოსილია ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება. ამ შემთხვევაში სააგენტო ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.
6. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით სააგენტო ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია შექმნიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას.
7. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.
8. სააგენტო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და საექსპერტო დასკვნების ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების საფუძველზე ერთჯერადად მიიღოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღისა. სააგენტო ამ გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს. ამასთანავე, სააგენტო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად დადგენილი ხარვეზის გათვალისწინებით დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საექსპერტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. საექსპერტო კომისიას დაზუსტებული დოკუმენტაციის განსახილველად და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად განესაზღვრება დამატებითი ვადა − არაუმეტეს 10 დღისა. დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში სააგენტო განმცხადებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების შესახებ. ამასთანავე, სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შესაბამისი განცხადების/დოკუმენტაციის აღნიშნულ პორტალსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 10 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. საექსპერტო კომისიის მიერ დაზუსტებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
10. სააგენტო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 40 დღისა და არაუგვიანეს 45 დღისა. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს სააგენტოს მიერ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრულ პირობებს.
11. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები. ამ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების განუყოფელი ნაწილია და მისი შესრულება სავალდებულოა.
12. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ექსპლუატაციის პირობის ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ.
13. სააგენტო ექსპლუატაციის პირობის ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.