1.თუ არსებობს ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული საფუძველი და საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებამ შესაძლებელია გარემოზე მოახდინოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, რომელიც იდენტიფიცირებულია საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, სააგენტოს ან/და ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული სახელმწიფოს მიერ, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა გამოსცემს საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულება, სააგენტოს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგინოს შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული ეგზემპლარები, რომელიც შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაექვემდებაროს, და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსთვის წარდგენამდე საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. სააგენტო ვალდებულია დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 1 დღის ვადაში, ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის.
2.საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, 7 დღის ვადაში უგზავნის ამ დოკუმენტაციას ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოს და ატყობინებს მას საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილ გონივრულ ვადას, რომელშიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულმა სახელმწიფომ უნდა აცნობოს სააგენტოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის შესახებ.
3.თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული არცერთი სახელმწიფო არ გამოხატავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის ინტერესს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, სააგენტო საქართველოს მთავრობის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შეწყვეტისა და გზშ-ის ან სგშ-ის პროცედურის გაგრძელების შესახებ. საქართველოს მთავრობა სააგენტოსთვის თანხმობის მიცემასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
4.თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული რომელიმე სახელმწიფო გამოხატავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის ინტერესს, მის მიერ ინტერესის გამოხატვიდან 1 თვის ვადაში, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ამ სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ. ეს გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დოკუმენტებისა და მონაცემების გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. მუხლი 39. საქმიანობის განმახორციელებლისა და დამგეგმავი ორგანოს უფლებები და მოვალეობები გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში 1. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო ვალდებულია: ა) სკრინინგის განცხადებაში ან სკოპინგის განცხადებაში მიუთითოს შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ; ბ) გზშ-ის ანგარიშში ან სგშ-ის ანგარიშში სათანადოდ შეაფასოს შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება; გ) უზრუნველყოს დოკუმენტაციის სათანადო თარგმნა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის სანოტარო წესით დამოწმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) საჯარო განხილვის დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასწრების შემთხვევაში უზრუნველყოს სათანადო თარგმნა; ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას უზრუნველყოს სააგენტოსთვის შესაბამისი დახმარების გაწევა; ვ) უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის სკოპინგის ანგარიშში, გზშ-ის ანგარიშში, სგშ-ის ანგარიშში ან/და სტრატეგიულ დოკუმენტში გათვალისწინება.
2.საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში ნებისმიერ ეტაპზე.
3.საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.






