Article 16. პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისათვის
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი, რომელიც უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილდება, პასუხს აგებს ადმინისტრაციული წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის აღსრულებისათვის ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდებას.
