Article 93. სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლები და მისი სავალდებულო დაზღვევა
1. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შემთხვევაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იმ ზიანის ანაზღაურებისათვის, რომელიც შეიძლება მიადგეს მგზავრს, ბარგის, ტვირთის ან საფოსტო გზავნილის გამგზავნს ან მიმღებს ანდა მესამე პირს.
2. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი მტკიცდება სააგენტოს ნორმატიული აქტით.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ფლობს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას/ექსპლუატანტის სერტიფიკატს, მაგრამ რომელიც საჰაერო ხომალდის გამოყენების ან ექსპლუატაციის კონტროლს ახორციელებს. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საჰაერო კოდექსი
