1.ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს . მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ქონების სარგებლობაში გადაცემის განსხვავებული საფასური.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ
1.ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს . მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ქონების სარგებლობაში გადაცემის განსხვავებული საფასური.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, ხოლო საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება სარგებლობაში გადამცემის საბანკო ანგარიშზე.
3.ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური, გარდა მე-22 მუხლის მე-5– მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განისაზღვრება მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4.ქონების სარგებლობაში გადაცემისას სამინისტროსა და მოსარგებლეს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი წესით გადაცემისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. თავი V აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე
Describe your situation — we'll help you find the right specialist.