1.პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
2.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულად ცნობილი პირი გადაყვანილი იქნება პატიმრობის დაწესებულებაში.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულზე აღნიშნული დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ვრცელდება საშიშროების შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის დადგენილი უფლებები და მოვალეობები/პირობები. გამომძიებლის/პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება მსჯავრდებულს შეეზღუდოს პაემნის, სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლებები.



