1.სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ვადაზე ადრე წყვეტს მოქმედებას, თუ: ა) შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა აღნიშნული გადაწყვეტილება; ბ) შეიცვალა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა და ეს ცვლილება აღნიშნული გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქონელს ეხება.
