1.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამოსცეს სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება. საბაჟო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის შესახებ განცხადება წარმოებაში არ მიიღება, თუ: ა) განცხადება წარდგენილია სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ან მისი სახელით, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქონელზე ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ან მისი სახელით, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქონელზე და მასში მითითებულია საქონლის წარმოშობის განსაზღვრისთვის საჭირო, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული გარემოებები; ბ) განცხადებაში არ არის მითითებული, რომელი საბაჟო პროცედურისთვის გამოიყენება აღნიშნული გადაწყვეტილება.
