Article 68. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
საბაჟო ორგანომ შეიძლება არ მოითხოვოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა, თუ: ა) ამ დეკლარაციით დასადეკლარირებელ საქონელზე ამავე დეკლარაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე წარდგენილ იქნა საბაჟო დეკლარაცია. ამ შემთხვევაში საბაჟო დეკლარაცია სულ მცირე უნდა შეიცავდეს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს. საბაჟო დეკლარაციას ამ კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციამდე აქვს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის სტატუსი; ბ) ამ დეკლარაციით დასადეკლარირებელ საქონელზე ამავე დეკლარაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე წარდგენილ იქნა დროებით შენახვის დეკლარაცია. ამ შემთხვევაში დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს. დროებით შენახვის დეკლარაციას დეკლარირებული საქონლის ამ კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ორგანოსთვის წარდგენამდე აქვს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის სტატუსი. თავი XI. საქონლის შემოტანა და დროებით შენახვა
