1.საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
1.საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
Always up-to-date legal framework
3.საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია გადამზიდავმა უნდა წარადგინოს. გადამზიდავის ვალდებულების მიუხედავად, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია შეიძლება წარადგინოს იმპორტიორმა, ტვირთის მიმღებმა ან სხვა პირმა, რომლის სახელითაც მოქმედებს გადამზიდავი, ან ნებისმიერმა სხვა პირმა, რომელსაც შეუძლია ამ საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენა ან რომელმაც წარადგინა იგი აღნიშნულ პუნქტში.
4.საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია უნდა შეიცავდეს იმ მონაცემებს, რომლებიც დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზისთვისაა საჭირო.
5.თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემების ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირებისგან მიღება შეუძლებელია, საბაჟო ორგანოს შეუძლია ეს მონაცემები მოსთხოვოს სხვა პირს, რომელსაც აქვს მათი გაცემის უფლება.
6.საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის შესავსებად სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება, თუ ეს სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია აღნიშნული დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილ პერიოდში.
7.საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს შეტყობინება, თუ საბაჟო ორგანოსთვის ხელმისაწვდომია ზოგად დეკლარირებასთან დაკავშირებული შესაბამისი მონაცემები, რომლებიც ზოგადი დეკლარირების განმახორციელებელი პირის კომპიუტერულ სისტემაშია განთავსებული.
8.საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ან ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზის ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები.
9.საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის წესი და ვადა, შემთხვევები, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ ხდება, აგრეთვე დეკლარირებისთვის საჭირო მონაცემების სხვა პირებისთვის მოთხოვნის წესი და შემთხვევები და აღნიშნული პირების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.