Article 65. ბავშვის მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვება
1. ბავშვი მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) არ დაიშვება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საცეკვაო ღონისძიებას კულტურული შინაარსი აქვს და იგი საგანმანათლებლო დაწესებულებასთანაა შეთანხმებული.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს და შესაბამის სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახური.
4. ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
