1.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია ( დოკუმენტი ) და ჩატარებული ანალიზის შედეგები , აგრეთვე კლიენტის ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქმიანი კორესპონდენცია საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში .
2.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შეინახოს გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ( დოკუმენტი ), რომელიც გარიგების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა , გარიგების მომზადებიდან , დადებიდან ან შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში .
3.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის 25- ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია ( დოკუმენტი ) და ამავე კანონის 36- ე მუხლით განსაზღვრული წერილობითი მითითება და წერილობითი ოქმები 5 წლის განმავლობაში .
4.ამ მუხლის პირველი − მე -3 პუნქტებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაიზარდოს სამსახურის ან საზედამხედველო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე , არაუმეტეს 5 წლით .
5.ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს დაუყოვნებლივ მისი კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას − აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება.
6.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით შექმნას მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემა ამ მუხლის შესაბამისად ინფორმაციის ( დოკუმენტის ) შენახვის მიზნით , დაკავშირებული გარიგებების , უჩვეულო გარიგებისა და საეჭვო გარიგების გამოსავლენად . საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.






