განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისგან მიღებული ენერგია, მიუხედავად იმისა, ნედლეულის კულტივაცია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა თუ მისი ფარგლების გარეთ, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნებისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმები: ა) ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებთან დაკავშირებით ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა; ბ) განახლებად ენერგიასთან დაკავშირებულ ვალდებულებასთან შესაბამისობის განსაზღვრა; გ) ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მოხმარებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიღების უფლებამოსილება.
2.ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო, აკვაკულტურის, მეთევზეობისა და სატყეო ნარჩენების გარდა, სხვა ნარჩენებისგან წარმოებული ბიოსაწვავი და ბიოსითხეები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის გასათვალისწინებლად უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.