1.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ენერგეტიკული საწარმო კომისიას წერილობით შეტყობინებას წარუდგენს შესაბამისი საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საქმიანობის დაწყება გულისხმობს ელექტროენერგიის გამომუშავებას (გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დაწყებას ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას. კომისიისთვის წარდგენილ წერილობით შეტყობინებას უნდა დაერთოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ენერგეტიკული საწარმოს შემთხვევაში − მისი სარეგისტრაციო მონაცემები, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, ხოლო მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, ამასთანავე, ინფორმაცია განხორციელებული ან დაგეგმილი გამომუშავების, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობების შესახებ, ამ საქმიანობების სავარაუდო წლიური ბრუნვა და კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა მონაცემები და დოკუმენტები.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ კომისიისთვის წარდგენილი შეტყობინება საინფორმაციო ხასიათისაა. კომისიას უფლება არ აქვს, რომელიმე ენერგეტიკულ საწარმოს აუკრძალოს ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ეს პუნქტი არ ვრცელდება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურზე, რომელზედაც გაცემული არ არისობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ზღუდავს კომისიის უფლებამოსილებას, განახორციელოს ენერგეტიკული საწარმოს საქმიანობის ზედამხედველობა, მიმართოს კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს, თუ არსებობს ეჭვი ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, ტრეიდერის ან/და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, ან/და საჭიროების შემთხვევაში ენერგეტიკულ საწარმოს ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად დააკისროს ჯარიმა.
5.თუ ენერგეტიკული საწარმო წყვეტს ან აპირებს, რომ შეწყვიტოს საქმიანობა, იგი აღნიშნულის შესახებ წერილობით ატყობინებს კომისიას კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად საქმიანობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
6.კომისია აწარმოებს საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, ელექტროენერგიის მიმწოდებლების, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების, ტრეიდერებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორების რეესტრს, რომელიც საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად კომისიის ვებგვერდზე ქვეყნდება. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
The amendments this article has been through
Defines conditions for small power producers to operate without licensing.
amending act №5317153Describe your situation — we'll help you find the right specialist.