ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 157. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა
1. ამ კანონის მოთხოვნები 2026 წლის 31 აგვისტომდე არ ვრცელდება სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის, როგორც ბუნებრივი გაზის სისტემების, ფუნქციონირებაზე, ოპერირებასა და მართვაზე.
2. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის სისტემების ენერგეტიკული გაერთიანების მხარის შესაბამის სისტემებთან უშუალო ფიზიკურ ურთიერთდაკავშირებამდე ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე.
3. იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები არ არიან, ელექტროენერგიით ან/და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით და არსებული ურთიერთობების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელთა შესასრულებლად სათანადო დათქმები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონის საფუძველზე მიღებულ ბაზრის წესებში ან/და ქსელის წესებში. ამასთანავე, ამ შემთხვევაშიც ამ კანონის მოთხოვნები გათვალისწინებული უნდა იქნეს იმდენად, რამდენადაც ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს შორის ვაჭრობაზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული გარდამავალი დებულებები გამოიყენება, თუ ისინი არ ზღუდავს კომისიის, საქართველოს სხვა უფლებამოსილი ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის ტრანსსასაზღვრო ან/და რეგიონული თანამშრომლობის ვალდებულებას.
