ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 167. მიწოდების უსაფრთხოება
1. ამ კანონის 138-ე მუხლით გათვალისწინებული მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგის პირველი ანგარიში მომზადდეს 2021 წლის 31 მარტამდე.
2. ამ კანონის 143-ე მუხლით გათვალისწინებული მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგის პირველი ანგარიში მომზადდეს 2022 წლის 31 მარტამდე.
3. საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ უზრუნველყონ ამ კანონის 170-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში შესაბამისი მიწოდების უსაფრთხოების მარეგულირებელი სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და დამტკიცება ან/და მოქმედ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად.
4. კომისიამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის ან/და ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორების გამოყენების შესახებ რეკომენდაციების მომზადება და თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება. მუხლი 167 1 . საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის რეგულირების საფასურის გადახდისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის რეგულირების საფასურის გადახდისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ ვრცელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებულ ელექტროენერგიაზე. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4360 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. მუხლი 167 2 . ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების/დადგენის წესი იმ რეგულირებული ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებას ახორციელებენ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების/დადგენის დროს არ იქნეს გათვალისწინებული ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ) სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №325 – ვებგვერდი, 21.02.2025წ. თავი XLI. დასკვნითი დებულებები
