ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 94. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება
1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი: ა) ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სისტემით მოსარგებლე ყველა პირს სთავაზობს მომსახურებას დისკრიმინაციის გარეშე. სხვადასხვა მომხმარებლისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება ხორციელდება თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით; ბ) მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივი გაზის ურთიერთდაკავშირებული გადამცემი სისტემების გამოყენებასთან თავსებად მომსახურებას და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მესამე პირის დაშვებას; გ) კომისიის ზედამხედველობით, სისტემით მოსარგებლეთა გონივრული კომერციული საჭიროების შესაბამისი პერიოდულობით აქვეყნებს აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ.
2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული სტანდარტული წლიური ხელშეკრულება, არ უნდა ადგენდეს გაუმართლებლად მაღალ ტარიფს.
