1.ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება დაგეგმვის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1.ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება დაგეგმვის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვის ძირითადი მოთხოვნები გამომდინარეობს ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებიდან.
3.ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვისას უპირატესობა ენიჭება ტყით გრძელვადიან სარგებლობას და ტყით მრავალფუნქციურ სარგებლობას, რომელიც ტყითსარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელებას ითვალისწინებს.
4.ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვისას სავალდებულოა ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ზიანს არ აყენებს გარემოსა და მისი ბიომრავალფეროვნების მდგრადობას, ცხოველთა სამყაროს, კულტურის/ისტორიულ და ბუნების ძეგლებს.
5.ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვისთვის შემუშავდება წლიური სამოქმედო გეგმა.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.