მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Article 58. სანებართვო მოწმობაში შესატანი ინფორმაცია
სანებართვო მოწმობაში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში; ბ) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი; გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი; დ) მშენებლობის ნებართვის ნომერი; ე) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა; ვ) მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი; ზ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი; თ) მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები; ი) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები; კ) შენობა-ნაგებობის კლასი; ლ) შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები; მ) მშენებლობის ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა და ხელმოწერა.
