1.
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგებში აისახება ქარსაფარი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობისა და საზღვრების, ქარსაფარ ზოლებზე გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობრივი შემადგენლობის, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლებისა და ხნოვანებითი სტრუქტურის შესახებ მონაცემები, აგრეთვე შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თაობაზე ინფორმაცია.
3.სააგენტო ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.
4.ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებისა და მასზე ქარსაფარი ზოლის გაშენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე.
These lawyers work in the legal area related to this article.