ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

მუხლი 5. სპეციალური მოკვლევა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 18 მარ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გიორგი საბანაშვილი

1.სპეციალური მოკვლევა ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთის ან მიწის ნაკვეთის იმ ნაწილის თაობაზე, რომელზედაც შესაძლებელია გაშენდეს ქარსაფარი ზოლი. აღნიშნული სპეციალური მოკვლევა მოიცავს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ნიადაგური და კლიმატური პირობებისა და მასზე მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ მონაცემების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის შეგროვებას.

2.სააგენტო სპეციალურ მოკვლევას ატარებს: ა) საკუთარი ინიციატივით; ბ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე; გ) მუნიციპალიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე; დ) შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე სპეციალური მოკვლევის ჩატარების შესახებ სააგენტოსთვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე.

3.სპეციალური მოკვლევის ჩატარების შესახებ განცხადების სააგენტოსთვის წარმდგენი შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს აგრეთვე ქარსაფარი ზოლის გაშენების მიზანშეწონილობის შესაფასებლად აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

4.სააგენტო სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.

5.სპეციალური მოკვლევის შედეგების საფუძველზე კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებისა და მასზე ქარსაფარი ზოლის გაშენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მარ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
534914231817 (დ…29686946155
მნიშვნელობით ახლოსქარსაფარი (მინდორდაცვი…საქართველოს ტყის კოდექ…კულტურული მემკვიდრეობი…ტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა