ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

მუხლი 7. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა და ქარსაფარი ზოლის საზღვრების რეგისტრაცია

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 18 მარ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის ღონისძიებების განსახორციელებლად იქმნება ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა, რომელსაც მართავს სააგენტო.

2.ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა საჯაროა. აღნიშნული სისტემა მოიცავს ინფორმაციას: ა)  ქარსაფარი ზოლის საზღვრების შესახებ და შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თაობაზე; ბ) გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის კატეგორიის შესახებ; გ) ქარსაფარ ზოლზე გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ.

3.ქარსაფარი ზოლის საზღვრები რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. ამ მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობა.

4.ქარსაფარი ზოლის საზღვრები უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მარ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹35373964²28 (დ…37⁵2737¹6947
მნიშვნელობით ახლოსქარსაფარი (მინდორდაცვი…საჯარო რეესტრის შესახე…ტერიტორიების გამოყენებ…საჯარო რეესტრის შესახე…კულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა