1.ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული, სისხლის დაწესებულების ტერიტორიის გარეთ განსახორციელებელი საქმიანობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

Closest in meaning — including in other laws
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ხარისხის სისტემის მართვის პროცესში სისხლის დაწესებულება ვალდებულია: ა) ჰქონდეს სისხლის კომპონენტების შესაბამისობასა და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებისა და გადაჭრის უზრუნველყოფისთვის საჭირო სისტემა; ბ) აწარმოოს სისხლის ხარისხის შესახებ მონაცემების სისტემატური ანალიზი ხარისხთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების გამოსავლენად, რომელთა გადასაჭრელად საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ისეთი არასასურველი ტენდენციების გამოსავლენად, რომელთა თავიდან აცილება სათანადო ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს; გ) გამოიკვლიოს ყველა შეცდომა და შემთხვევა და დოკუმენტურად გააფორმოს ისინი სისტემური პრობლემების გამოსავლენად.
3.ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული წესების შესრულების შესამოწმებლად სისხლის დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შიდა ინსპექტირებისა და აუდიტის სისტემები საქმიანობის ყველა კომპონენტისთვის. აღნიშნული შიდა ინსპექტირება და აუდიტი უნდა ტარდებოდეს რეგულარულად, ამისთვის მომზადებული კომპეტენტური პირების მეშვეობით, სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.
4.სისხლის დაწესებულებამ, სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა თავიდან უნდა აიცილოს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს დონაციის მიკვლევადობა.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.