1.სააგენტო უზრუნველყოფს, რომ: ა) STCW-ის კოდექსის A-I/8 ნაწილის დებულებათა შესაბამისად, დაწესებულების მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული, წვრთნასთან, კომპეტენციასთან, სერტიფიცირებასთან (მათ შორის, მეზღვაურისათვის საჭირო სამედიცინო მოწმობის დადასტურებასა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებასთან) დაკავშირებული ყველა საქმიანობა მიმდინარეობდეს ხარისხის სტანდარტების სისტემის მეშვეობით, მუდმივი მონიტორინგის განხორციელებით, დასახული მიზნების მისაღწევად, ინსტრუქტორისა და შემფასებლის კომპეტენციისა და გამოცდილების ჩათვლით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიებების სააგენტოს ან ორგანიზაციის მიერ განხორციელების შემთხვევაში მა ს ჰქონდეს ხარისხის სტანდარტების სისტემა ; გ) განისაზღვროს სწავლების, წვრთნისა და მათთან დაკავშირებული კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევი მიზნები და დადგინდეს ცოდნის, აღქმისა და უნარების ის დონეები, რომლებიც შეესაბამება კონვენციის მოთხოვნების თანახმად ჩასატარებელი გამოცდებისა და შეფასების პროცესს. ეს მიზნები და მათთან დაკავშირებული ხარისხის სტანდარტები შესაძლებელია განცალკევებულად განისაზღვროს სხვადასხვა საწვრთნელი პროგრამისა და კურსისათვის და გავრცელდეს სერტიფიცირების სისტემის მართვაზედაც; დ) ხარისხის სტანდარტების გამოყენების სფერო გავრცელდე ს სერტიფიცირების სისტემის მართვაზე, ყველა წვრთნა სა და პროგრამაზე, გამოცდ ებისა და შეფასების პროცესზე, რომლებიც უნდა ჩა ტარდე ს მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ან მისი მეთვალყურე ო ბით . ინსტრუქტორისა და შემფასებლისთვის საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა შეესაბამებოდეს მეთოდებს, სისტემებს, კონტროლისა და ხარისხის ში გ ა უზრუნველყოფას დასახული მიზნების მისაღწევად.
2.სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ მეზღვაურთა ცოდნის, გამოცდილების, უნარებისა და კომპეტენციის გამოყენებისა და შეფასების ღონისძიებები, აგრეთვე სერტიფიცირების სისტემის მართვის დამოუკიდებელი შეფასების პროცესი არა უმეტეს 5- წლიან ი ინტერვალი თ გან ა ხორციელ ონ კვალიფიცი ურმა პირებ მა , რომლებიც თავად არ მონაწილეობენ ამ ღონისძიებების განხორციელებაში , რათა დადგი ნდეს , რომ: ა) ხარისხის სტანდარტების სისტემამ მოიცვა STCW-ის კოდექსის ა და კონვენციის ყველა შესაბამისი დებულება, მათი ცვლილებების გათვალისწინებით; ბ) ში გ ა მენეჯმენტის მიერ მიღებული კონტროლისა და ზედამხედველობის ზომები და შემდგომი ქმედებები შეესაბამება დაგეგმილ ღონისძიებებს , დოკუმენტურ პროცედურებს და ეფექტ იანია დასახული მიზნების მისაღწევად; გ) ყოველი დამოუკიდებელი შეფასების შედეგი დოკუმენტურად აღნუსხულია და მიწოდებულია შეფასებულ სფეროზე პასუხისმგებელი პირებისთვის; დ) დროულ ად არის განხორციელებული ღონისძიებები ხარვეზის გამოსასწორებლად .
3.შეფასება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ყველა ცვლილებას, კონვენციისა და STCW-ის კოდექსის ცვლილებების შესაბამისად, რომელთა ძალაში შესვლის თარიღი უნდა იყოს IMO- ის გენერალური მდივნისთვის ინფორმაციის მიწოდების თარიღზე გვიანი.
4.კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო სააგენტოში დანერგილი ხარისხის მართვის სტანდარტების სისტემის პერიოდული შეფასების მიზნით ნიშნავს აუდიტ ორთა ჯგუფს, რომელიც შედგება არა უმეტეს 3 სათანადო კვალიფი კა ცი ისა და კომპეტენ ციის მქონე პირისგან, რომლე ბსა ც გაცნობიერებული აქვთ სააგენტოს როლი კონვენციასთან მიმართებით, მაგრამ თავად არ მონაწილეობენ შესაფასებელ საქმიანობაში.
5.შეფასების შედეგების ამსახველი ანგარიში, რომელიც მოითხოვება ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა ჩაბარდეს IMO- ს გენერალურ მდივანს STCW-ის კოდექსის A-I/7 ნაწილი თ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. აღნიშნული ანგარიში იგზავნება შეფასების დასრულების თარიღიდან 6 თვის ვადა ში. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.






