1.რეციპიენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული.
2.ტრანსფუზია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ რეციპიენტის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.თუ რეციპიენტი მცირეწლოვანია ან მას გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ინფორმირებული თანხმობა მიღებული უნდა იქნეს რეციპიენტის ნათესავისგან ან კანონიერი წარმომადგენლისგან. რეციპიენტის არასრულწლოვანების შემთხვევაში მის ინფორმირებულ თანხმობასთან ერთად მიღებული უნდა იქნეს რეციპიენტის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. თუ ასეთი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება, ტრანსფუზიის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამედიცინო მომსახურების გამწევი რეციპიენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.
4.ამ მუხლით გათვალისწინებულ რეციპიენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვასთან, აგრეთვე ინფორმირებულ თანხმობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი.
5.ტრანსფუზიის განხორციელების მეთოდოლოგია და კლინიკური ჩვენებები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. თავი II სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სფეროს მართვა



