1.
1.
Closest in meaning — including in other laws
საჯარო შესყიდვების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ამოწმებს ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების დისკვალიფიკაციის საფუძვლებს. თავდაპირველად წარდგენილი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს სხვა ქვეკონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორები, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მოთხოვნისას – წარადგინოს დაზუსტებული ინფორმაცია. ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის დაუზუსტებლობის (მათ შორის, არასრულად დაზუსტების), მისი დაზუსტების შემდეგ ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების დისკვალიფიკაციის, სხვა ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების წარუდგენლობის ან/და სხვა ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების წარდგენის შემდეგ მისი/მათი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ახდენს ეკონომიკური ოპერატორის დისკვალიფიკაციას.
3.მიმწოდებელს ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების გამოყენება შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მიმწოდებელი შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე თავად აგებს პასუხს.
4.თუ ეკონომიკური ოპერატორი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების შესაძლებლობებს ეყრდნობა, გამოიყენება აგრეთვე ამ კანონის 63-ე მუხლი.
5.შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მოითხოვოს, რომ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები მხოლოდ ეკონომიკურმა ოპერატორმა შეასრულოს, რაც შესყიდვის პირობებში უნდა დასაბუთდეს.
6.ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდოს ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის ცვლილების ან/და დამატების შესახებ, რომლის წარდგენაც სავალდებულოა.
7.ქვეკონტრაქტორის გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
These lawyers work in the legal area related to this article.