1.მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიას გასცემს იმ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის, რომელიც შეტყობინებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ არის გამორიცხული რეგულირებიდან.
2.მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიას განუსაზღვრელი ვადით გასცემს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
