რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Article 21. ლიცენზიისა და რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოება
1. რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელმა რეგისტრაციისა ან/და ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გასაფართოებლად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს.
2. ლიცენზიის მფლობელმა რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დასაწყებად, მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს თავის მიერ განზრახული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
3. რეგისტრაციის მფლობელმა ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დასაწყებად მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს თავის მიერ განზრახული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
