რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Article 19. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაცია
1. მარეგულირებელი ორგანო არეგისტრირებს შემდეგ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობებს: ა) რენტგენის დანადგარის (გარდა რკინიგზის სტაციონარული რენტგენის სკანერის და სატრანსპორტო საშუალების საკონტროლო სტაციონარული ან მობილური რენტგენის სისტემებისა) გამოყენებით ბარგის კონტროლი; ბ) დენტალური, ინტრაორალური რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენება; გ) ოსტეოდენსიტომეტრიის რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენება; დ) მეორადი რენტგენის გამოსხივების მაგენერირებელი მოწყობილობების გამოყენება; ე) რადიოფარმპრეპარატებით, მაიონებელი გამოსხივების წყაროებით (გარდა I, II და III კატეგორიების რადიოაქტიური წყაროებისა) ვაჭრობა; ვ) V კატეგორიის რადიოაქტიური წყაროების გამოყენება; ზ) ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენება; თ) ქრომატოგრაფის გამოყენება; ი) მაიონებელი გამოსხივების წყაროების მონტაჟი, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და გაზომვების ჩატარება; კ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ტექნიკური ან/და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ლ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ტრენინგებისა და კურსების ჩატარება.
