რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Article 27. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და გაცემის ზოგადი წესი
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განმცხადებელმა მარეგულირებელ ორგანოს ასევე უნდა წარუდგინოს: ა) ინფორმაცია საქმიანობის, მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და პერსონალის შესახებ; ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა; გ) ბირთვული დაცულობის გეგმა; დ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმა.
