რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Article 22. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვის სახეები
1. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვას გასცემს შემდეგ საქმიანობებზე: ა) რადიოაქტიური მასალის იმპორტი; ბ) რადიოაქტიური მასალის ექსპორტი; გ) რადიოაქტიური მასალის ტრანზიტი; დ) რადიოაქტიური მასალის ქვეყნის შიგნით შეძენა; ე) რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნება; ვ) ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი; ზ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.
2. მარეგულირებელმა ორგანომ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვა შეიძლება გასცეს არაუმეტეს 1 წლის ვადით: ა) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ერთჯერადი ქმედების განსახორციელებლად; ბ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე რადიოაქტიური მასალის ტრანზიტისა და ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს ერთჯერადი იმპორტის განსახორციელებლად; გ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში, სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი იმპორტის ან/და ექსპორტის განსახორციელებლად; დ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე, სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი ტრანზიტის განსახორციელებლად.
