რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნულ გეგმას შეიმუშავებს მარეგულირებელი ორგანო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2.ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
3.ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმით უნდა განისაზღვროს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის კატეგორიები, მზადყოფნასა და რეაგირებაში ჩართული ყველა პირის უფლებამოსილებები და მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, მათ შორის, საჯარო ინფორმაციისა და კომუნიკაციის საკითხები.
4.საქართველოს მთავრობამ გარემოს, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა განსაზღვროს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დაცვის სტრატეგია.
These lawyers work in the legal area related to this article.