საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან საკუთარი საქმიანობების ფარგლებში არსებული საპენსიო სქემების ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად უზრუნველყონ ეფექტიანი შიდა აუდიტის ფუნქცია. შიდა აუდიტის ფუნქცია უნდა მოიცავდეს შიდა კონტროლის სისტემისა და მართვის სისტემის სხვა ელემენტების სათანადოობისა და ეფექტიანობის შეფასებას, მათ შორის, აუთსორსინგული საქმიანობის შემთხვევაში. შიდა აუდიტის ფუნქცია უნდა იყოს საოპერაციო საქმიანობისგან დამოუკიდებელი და ობიექტური.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ
Article 33. შიდა აუდიტის ფუნქცია
Consolidation №0 Verified against the current consolidation · 19 Jul 2023


