Closest in meaning — including in other laws
დაგროვებითი პენსიის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებისთვის სრული პასუხისმგებლობა საპენსიო ფონდს ეკისრება.
3.საქმიანობების ან სპეციალური ფუნქციების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა არ უნდა იწვევდეს: ა) საპენსიო ფონდის მართვის სისტემის ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებას; ბ) საოპერაციო რისკების გაუმართლებელ გაზრდას; გ) ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის შეფერხებით განხორციელებას; დ) მონაწილეებისთვის მომსახურების მიწოდების გაუარესებას.
4.ამ მუხლით გათვალისწინებული აუთსორსინგული მომსახურების შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია გადაცემული საქმიანობების/სპეციალური ფუნქციების სათანადოდ განხორციელების/შესრულების მიზნით უზრუნველყოს აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლების შესაბამისი მონიტორინგი მათი ფუნქციონირების მთელი პერიოდისთვის.
5.საქმიანობებისა და სპეციალური ფუნქციების გადაცემა უნდა განხორციელდეს საპენსიო ფონდსა და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულებით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მხარეებს შორის უფლებებისა და მოვალეობების განაწილება.
6.საპენსიო ფონდი ვალდებულია სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემის შემთხვევაში ეროვნული ბანკისგან მიიღოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ეროვნულ ბანკთან უნდა შეთანხმდეს აგრეთვე ნებისმიერი შემდგომი ცვლილება, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებულ აუთსორსინგულ მომსახურებას შეეხება. საპენსიო ფონდი ვალდებულია სხვა საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემის შემთხვევაში მათი გადაცემიდან გონივრულ ვადაში აცნობოს ეროვნულ ბანკს ამის შესახებ.
7.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საპენსიო ფონდს და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლებს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ინფორმაცია გადაცემული სპეციალური ფუნქციების ან სხვა საქმიანობების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
1. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით. 2. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას წარმართავს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრი. 3. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
These lawyers work in the legal area related to this article.