1.თითოეულ საპენსიო სქემას შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ერთზე მეტი საპენსიო ფონდი.
2.თითოეული საპენსიო ფონდისთვის უნდა არსებობდეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც უნდა განისაზღვროს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა/საინვესტიციო სტრატეგია, მათ შორის, აქტივები (აქტივების კლასები), რომლებშიც განხორციელდება ინვესტირება, და საპენსიო ფონდის რისკების კონტროლისა და მათი მართვის პოლიტიკა და მიდგომები.
3.საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ აქტივების მმართველმა კომპანიამ ან მზღვეველმა.




