1.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება.
1.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული: ა) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის ინიციატორია სამინისტრო; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით განისაზღვრება: ბ.ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კონკრეტული ვადები; ბ.ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობა, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე; ბ.გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები; ბ.დ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პრიორიტეტები, წესი და პირობები.
3.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება ხდება: ა) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით; ბ) ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით.
4.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გამოძახება ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
These lawyers work in the legal area related to this article.
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ