სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი არის ბიზნესოპერატორი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და რომელიც ავტორიზებულია ამ კანონით დადგენილი წესით და ახორციელებს სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას.
2.სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი პასუხისმგებელია ჭარბი სურსათის გადანაწილებისთვის (მიწოდებისთვის). მისი ძირითადი ფუნქციაა შეწირული ჭარბი სურსათის სხვა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის/სურსათის ბანკებისთვის გადანაწილება ან/და უშუალოდ ბენეფიციარისთვის მიწოდება.
3.სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი ვალდებულია: ა) იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს ჭარბი სურსათის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად გადანაწილება, უპირატესად − სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების რისკის წინაშე მყოფი ჯგუფებისთვის; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, დანერგოს და განახორციელოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურები; დ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლით დადგენილი წესით წარუდგინოს წლიური ფინანსური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
These lawyers work in the legal area related to this article.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი