სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ჭარბი სურსათის შეწირულება და გადანაწილება ხორციელდება ამ კანონისა და სურსათის შეწირულების, აღდგენისა და გადანაწილების პროცედურების შესაბამისად, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების სოციალური განზომილების გათვალისწინებით.
2.სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეს უფლება აქვს, სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს ან უშუალოდ ბენეფიციარს გადასცეს ჭარბი სურსათი შეწირულების სახით, თუ სურსათი ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
3.სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს უფლება აქვს, მიიღოს ჭარბი სურსათი შეწირულების სახით, აღადგინოს ის და გადაუნაწილოს სხვა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციებს/სურსათის ბანკებს ან მიაწოდოს უშუალოდ ბენეფიციარს, თუ სურსათი ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
4.სურსათის შეწირულება შეიძლება განხორციელდეს სურსათის ვარგისობის მინიმალური ვადის − „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ...-მდე“ − გასვლის შემდეგ, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
5.სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების სფეროში მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №439 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.
The amendments this article has been through
Clarification that surplus food donation/distribution will be carried out considering social aspects of food insecurity.
amending act №6459776These lawyers work in the legal area related to this article.