სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ამ კანონის მიზანია სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ ეტაპზე სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენცია, შემცირება და სურსათის შეწირულების, აღდგენისა და გადანაწილების წახალისება.
2.ეს კანონი უზრუნველყოფს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებისა და სურსათის გადანაწილების ხელშეწყობისთვის სათანადო პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას.
3.ამ კანონის ამოცანებია: ა) ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება; ბ) ჭარბი სურსათის ბენეფიციარებისთვის გადაცემის (მიწოდების) წახალისება და მათთვის უვნებელი სურსათის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) ჭარბი სურსათის შეწირულების, გადანაწილებისა და გამოყენების ხელშეწყობა; დ) სურსათის ნარჩენებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და შეზღუდვა; ე) სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებისთვის სათანადო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ვ) უპირატესად სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების რისკის წინაშე მყოფი ჯგუფების საკმარისი და სრულფასოვანი სურსათით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ზ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა ცნობიერების ასამაღლებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათი ხელშეწყობისთვის წამახალისებელი ზომების მიღება და შესაბამისი პროგრამების განხორციელება. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №439 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.
The amendments this article has been through
The definition of the law's purpose is refined to emphasize the development and implementation of policies and measures to facilitate the reduction of food waste and redistribution.
amending act №6459776These lawyers work in the legal area related to this article.