1.პირი სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით.
2.რეზერვში ყოფნის პერიოდში შრომის სტაჟად ითვლება: ა) აქტიური რეზერვის შემთხვევაში − კონტრაქტით განსაზღვრული პერიოდი; ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი.
3.სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება: ა) აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის შემთხვევაში: ა.ა) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და სხვა ფულადი გასაცემლების მიზნებისთვის − რეზერვისტის გამოძახების შემთხვევაში − შესაბამის ქვედანაყოფში გამოცხადებიდან ამ ქვედანაყოფში აქტიური სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი; ა.ბ) მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების მიზნებისთვის − აქტიურ რეზერვში ყოფნის პერიოდი; ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი.
4.სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება, შესაბამისი დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. ამასთანავე, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეზერვისტთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დამსაქმებლის შეუფერხებელი საქმიანობა.
5.აქტიურ რეზერვში მყოფ პირს კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, აგრეთვე პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში უნარჩუნდება სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური გარანტიები.
6.

