1.ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია აკრძალულია. ბრალდებული/მსჯავრდებული ყველა სახის პაემნით სარგებლობს საფასურის გადაუხდელად.
1.ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია აკრძალულია. ბრალდებული/მსჯავრდებული ყველა სახის პაემნით სარგებლობს საფასურის გადაუხდელად.
Closest in meaning — including in other laws
პენიტენციური კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანმოკლე პაემნის უფლება ამ კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად.
3.ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება ამ კოდექსის 121-ე მუხლის შესაბამისად.
4.ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემნის უფლება ამ კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად.
5.პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა ამ კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, შეიძლება მიეცეს ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება.
6.ბრალდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება ხანმოკლე პაემანი სატელეფონო საუბრით შეეცვალოს.
7.მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება შეეცვალოს: ა) ხანმოკლე პაემანი − სატელეფონო საუბრით ან ვიდეოპაემნით; ბ) ხანგრძლივი პაემანი − ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით; გ) საოჯახო პაემანი − ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით.
8.პაემნის შეცვლის წესი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
9.ბრალდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს ხანმოკლე პაემნის უფლება და ხანგრძლივი პაემნის უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
10.პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს პაემნის უფლება.
11.პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/ მსჯავრდებულებს შორის პაემანი აკრძალულია. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4436 – ვებგვერდი, 02.10.2024წ.
The amendments this article has been through
This amendment allows investigators or prosecutors to restrict short-term and long-term visits based on a motivated decision and following procedures outlined in the Criminal Procedure Code.
amending act №6269076These lawyers work in the legal area related to this article.