1.გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააგენტოს დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წინაშე იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი. ამ ოქმის ერთი ასლი გირაოს შემტანს გადაეცემა.
2.სამსახურის გენერალური დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებასა და ფინანსურ მდგომარეობას. „3. სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 სამუშაო დღის ვადაში შეიტანება სამსახურის ანგარიშზე.“.
4.გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.
5.თუ მსჯავრდებულმა, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის რეჟიმში იმყოფება, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ დაწესებულებაში დაბრუნებას ან ახალი დანაშაული ჩაიდინა, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.
6.მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება მის შემტანს.
7.პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას.
8.თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.
9.პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა თავდებობის შესახებ ხელწერილს. ხელწერილი დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.
10.ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებს უფლება არ აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
11.თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც თავდებობა იქნა გამოყენებული, თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. მუხლი 126 1 . საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ან ტერორიზმში ბრალდებული/მსჯავრდებული პირისთვის უფლების (უფლებების) შეზღუდვა 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165 2 მუხლით გათვალისწინებული უფლება (უფლებები) ბრალდებულს, იმავე მუხლით განსაზღვრული საფუძვლისა და პროცედურების გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე ამ მუხლით დადგენილი წესით.
2.სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII ან XXXVIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში: ა) ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება, სატელეფონო საუბრის უფლება, ხანმოკლე პაემნის უფლება, ხანგრძლივი პაემნის უფლება, აგრეთვე განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება; ბ) მსჯავრდებულ პირს, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების (უფლებების) გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე ვიდეოპაემნის უფლება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება; გ) მსჯავრდებულ ქალს, ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლების (უფლებების) გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე საოჯახო პაემნის უფლება.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის იმავე ნაწილით განსაზღვრული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.
4.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს იმავე ნაწილით განსაზღვრული უფლება (უფლებები) შეიძლება შეეზღუდოს 3 თვემდე ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვა უქმდება.
5.თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის მომენტისთვის კვლავ არსებობს შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი ან თუ ეს სამართლებრივი საფუძველი აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კვლავ გამოვლინდა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იმდენჯერ მიიღოს ამ უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება, რამდენჯერაც იარსებებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლება (უფლებები) თითოეულ ჯერზე შეიძლება შეიზღუდოს 3 თვემდე ვადით.
6.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს სათანადო ინფორმაცია ისეთი ფორმით უნდა მიაწოდოს, ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა სათანადო ინფორმაცია თავის შესაბამის გადაწყვეტილებაში იმ ფორმით უნდა ასახოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
7.შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 კალენდარული დღისა.
8.შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
9.თუ პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო და აღარ არსებობს ამ უფლების (უფლებების) შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაუქმებლად მიმართავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.
10.თუ პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით მიიღო და აღარ არსებობს ამ უფლების (უფლებების) შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი აუქმებს აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას.
11.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.
12.ამ მუხლის დებულებები არ გამორიცხავს ამავე მუხლით განსაზღვრული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებას.
13.პირისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ იწვევს მისთვის ბრალდებულად ყოფნის პერიოდში ამ მუხლის შესაბამისად შეზღუდული უფლების (უფლებების) შეზღუდვის გაუქმებას. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4436 – ვებგვერდი, 02.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. თავი XX ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომა



