Article 43^1. ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუში მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, აღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
3. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რომლის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №342 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
