დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.სავალდებულოა მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების, მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფს მსჯავრდებულის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარდგენის ხელშეწყობას.
4.ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში.
The amendments this article has been through
added article: mandatory biological-sample taking from convicts per DNA Database law, ensured by MIA or LEPL Samkharauli Forensics Bureau; not applied to convicts already in the DNA base
amending act №6435353These lawyers work in the legal area related to this article.