1.გვამის გარეგნულ დათვალიერებას მხარე ატარებს ექსპერტის მონაწილეობით.
2.ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება და საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშის აღება (მათ შორის, ბიოლოგიური ნიმუშის აღება და გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვა) სავალდებულოა.
3.ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
4.უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, აგრეთვე სამედიცინო ან/და საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაცემა ხორციელდება პროკურორის ნებართვით, რომელიც აღსასრულებლად გადაეცემა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2157 – ვებგვერდი, 04.05.2018წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №344 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.




