1.პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე მისი გარე პერიმეტრის (მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის) დაცვას უზრუნველყოფს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება პენიტენციური დაწესებულების შიდა უსაფრთხოების სისტემაზე.
2.სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ცალკეულ შემთხვევებში სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან პენიტენციურ დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები.
