1.მსჯავრდებული გათავისუფლებისას ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს. თუ მისი გათავისუფლების დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას ეძლევა სათანადო ცნობა.
2.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისას სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება ამ კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
