3. პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე; ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
5. პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევის კონტროლს – სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.
6. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში: ა) ჯიუტად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული ორგანოების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი; ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას. 7 (ამოღებულია - 01.06.2017, №944) .
8. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე განთავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
9. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის მოხდისაგან, სასჯელის სახით ფაქტობრივად მოხდილი შინაპატიმრობის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე − თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №945 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.75 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2619 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.39 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №893 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.317 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4630 - ვებგვერდი, 19.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6 504 – ვებგვერდი, 02 .0 7 .2012წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1796 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2757 - ვებგვერდი, 11.11.2014წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3125 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5402 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. მუხლი 72 1 . სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვა 1. თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა, სასამართლო უფლებამოსილია იგი პირობით გაათავისუფლოს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადით. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე, დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.
2. თუ მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში: ა) განზრახ თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ორგანოების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს გამოსაცდელი ვადა და აღსრულდეს უვადო თავისუფლების აღკვეთა; ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, გამოსაცდელი ვადის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მსჯავრდებულს სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს გამოსაცდელ ვადას. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი №90 – ვებგვერდი, 11.01.2021წ.